რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერები 2026 წელს თავიდან გამოცხადდება – ამის შესახებ bm.ge-ს თბილისის მერიაში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, უკვე არსებული ხელშეკრულებები შეწყდა.
საქმე ის არის, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყების თარიღად მაისი კახა კალაძემ გასულ თვეს დააანონსა და თქვა, რომ რეაბილიტაცია მაისში დაიწყებოდა. ამ მიზნით, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს იყო გამოცხადებული შესყიდვები. გამზირი 4 ლოტად დაიყო. შესყიდვების სააგენტოს 3 ლოტზე გამარჯვებული “დინ გრუპია”, ერთი შესყიდვა კი “სმარტს სოლუშენმა” მოიგო.
24 მარტს კახა კალაძემ “ღამის კურიერში” თქვა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ჩატარებული კვლევებია, რომლის მიხედვითაც, მიწის ქვემოთ “მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი” და რუსთაველის გამზირის დიდი ხნით გადაკეტვა “ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს დედაქალაქში”.
უცნობია, რატომ არ ჰქონდა ტენდერის გამოცხადებამდე მუნიციპალიტეტს მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციების პრობლემაზე მეტი ინფორმაცია.
bm.ge შეეცდება უშუალოდ კომპანიებთან გაარკვიოს მეტი დეტალი და გაიგოს მათი პოზიცია, მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვების მიუხედავად, ხელშეკრულებები შეუწყდათ.
სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…